"უკრაინამ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო ის მეორედ გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებს" - დიმიტრი ხუნდაძე

27 აპრილი 2020, 23:29 1461 ნახვა

უკრაინამ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო ის მეორედ გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებს - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში.

"თუ მთავრობის წევრი გახდება სააკაშვილი, მოხდება ის რომ მინიმუმ არ წაადგება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და საქართველოს რა თქმა უნდა თავისი დიპლომატიური პასუხი ამაზე ექნება რით დასრულდება და რითაც უკვე ერთხელ დასრულდა ეს ძალიან სავალალო იქნება უკრაინისთვის, უკრაინული საზოგადოებისათვის. დღეს თუ მიხეილ სააკაშვილი მეგობარს უწოდებს პრეზიდენტს, შეიძლება რადიკალურად განსხვავებული სიტყვაწყობა შეარჩიოს ძალიან მოკლე ხანში. უკრაინამ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო ის მეორედ გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებს და მას ამის ფასი ექნება გადასახდელი შიგნით" - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი