უკვე მეორე დღეა აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

27 აპრილი 2020, 20:11 1868 ნახვა
00:00
00:00

კოვიდ 19-ით“ საქართველოში 496 ინფიცირებული და 149 გამოჯანმრთელებული გვყავს. არ არის გამორიცხული, პოზიტიური მონაცემები შეიცვალოს. 2 კვირიანი დაკვირვების პერიოდი ათობით პაციენტის შემთხვევაში უკვე გავიდა. დღეს, ვირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა მათგან არც ერთი აჭარაში.

რეგიონში მეორე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.  ბათუმში, კლინიკა „მედლაფას“ ოთხი გამოჯანმრთელებული ტოვებს. ოთხივე ქობულეთის ჯგუფს, უკავშირდება. ჯამში განმეორებითი ტესტის შემდეგ, უარყოფითი პასუხი 5 პაციენტს დაუფიქსირდა, თუმცა მათგან 1 კლინიკას მოგვიანებით დატოვებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე