ე.წ. აგრესიული ანუ მიზნობრივი ტესტირება მიმართულია იმისკენ, რომ მაღალი რისკის ჯგუფებში მოხდეს აქტიური სკრინინგი, რათა ნებისმიერი შემთხვევა, რომელსაც შესაძლოა, კლინიკური გამოხატულება არ ჰქონდეს, გამოვლინდეს ტესტირების საფუძველზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა პისიარ ტესტით ტესტირებულთა რაოდენობა. გაფართოვდა ლაბორატორიული ქსელი და თუ ადრე ვსაუბრობდით დღეში 200-300 ტესტზე, დღეს ლაბორატორიებიდან მიღებულ იქნა პასუხები 900-მდე ტესტზე და მათგან დადებითი შედეგები 2% -ს დაუდასტურდა. ამასთან, გაბუნიას თქმით, ტესტირებულთა რაოდენობა ქვეყანაში კიდევ გაიზრდება.