პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოში

21 აპრილი 2016, 00:00 4333 ნახვა

ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა, საქართველოში განხორციელებულ რეფორმები - ეს ის თემებია, რომელზეც საქართველოს პრემიერ მინისტრმა  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ევროპულ ფასელობებზე და ქვეყანაში თითოეული  მოქალაქის უფლების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის მეთაურმა ვიზალიბერალიზაციაზეც ისაუბრა, მისი განმარტებით,  ეს იქნება საქართველოს ევროპაში დაბრუნება დამოუკიდებლობის პერიოდის დადგომის შემდეგ. პრემიერმინისტრმა ყურადღება მოახლოებულ არჩევნებზეც გაამახვილა. პრემიერმა საბჭოს წევრებს განუხცადა, რომ  არჩევნები გამჭვირვალედ და თანაბარ გარემოში უნდა ჩატარდეს.  

ამავე კატეგორიაში