როგორ შესრულდება ანტიკრიზისული გეგმა? პროექტმა ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკა დაიმსახურა. როგორც ოპოზიციაში ფიქრობენ, არასწორად შესრულებული გეგმა იმ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს, რომლებიც მოსახლეობას და ბიზნესს აქვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ გეგმაში დასახელებული ციფრები არითმეტიკულად რეალობას ვერ ერგება.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ეს „ადამიანების გულის მოგების“ გეგმაა. ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთი იყო, რომელიც მიიჩნიეს, რომ ვერ მოისმინა რა იგეგმება ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით, რომელიც აჭარის რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოპოზიციის შეფასებები ხელისუფლებისთვის პოპულისტური და არარელევანტურია. მმართველ გუნდში ამბობენ,რომ სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს.