კომპანიები, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ მთავრობიდან სუბსიდირებას მიიღებენ

24 აპრილი 2020, 14:38 1950 ნახვა

პრემიერის განცხადებით, ყველა ის კომპანია, რომელიც 6 თვის განმავლობაში სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს მთავრობიდან სუბსიდირებას მიიღებს.

"ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში. გარდა ამისა 750 ლარის ანგარიშით სუბსიდირებას მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული და რომელიც არის 150 ლარამდე. ჩვენ ამით ვეხმარებით როგორც საქართველოს მოქალაქეებს და მეწარმეებს, იმისთვის რომ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, ხოლო მოქალაქემ შეინარჩუნოს შემოსავალი და ხელფასი"-განაცხადა პრემიერმა.

ამ ღონისძიების ბიუჯეტი 250 მილიონი ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი