დღეს პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარადგინოს, რომელშიც უნდა შევიდეს დახმარების პაკეტები იმ სოციალური ფენისა და ბიზნესის, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის დროს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო დაზარალდნენ.
ოპოზიცია ხელისუფლებისგან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას დიდი ხანია ითხოვს. დღესვე უნდა იყოს წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა.