კორუფციის რისკები ქობულეთის მუნიციპალიტეტის უკონკურენტო შესყიდვებში - კვლევა

23 აპრილი 2020, 20:25 1670 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტენდერები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტში უარყოფითად შეფასდა რატომ გაიმარჯვა კომპანია „ჯორჯიან სტოუნმა“ ჩატარებულ ტენდერებში ხან უკონკურენტოდ, ზოგჯერ კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ფონზე. კომპანიის საქმიანობის წარმატებას, მის დირექტორად, ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის დაინიშვნას უკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

თავად კომპანიის დირექტორი, ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს დაუსაბუთებელს უწოდებს. ბადრი რომანაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ   გამარჯვებები უკონკურენტოდ არ მოუპოვებია. ანგარიშს „ფეისბუკის“ გვერდზე გამოეხმაურა ქობულეთის მერი. მირიან ქათამაძის თქმით, კომპანიის დირექტორის ნათესავები  სატენდერო კომისიის საქმიანობაში ჩართული პირები არ არიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი