გამწვანების აქცია გრიბოედოვის ქუჩაზე ნეკერჩხლის, ლავანდას, იაპონური მუხისა და მაგნოლიის ნერგები დაირგო. ხე-მცენარეები ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის სანერგეშია გამოყვანილი. ნერგები კიდევ დაახლოებით 10 რეაბილიტერებულ ქუჩაზე დაირგვება.