სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში მარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს - აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი

23 აპრილი 2020, 11:02 1362 ნახვა

სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში მარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს და იგი მუდმივად ივსება-განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დილის  6-დან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად ავტომანქანით გადაადგილება დაშვებულია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი