ეკა ბესელია ვახო ხუზმიაშვილთან - გადაცემა "თავისუფალი სივრცის" ს სტუმარი იყო, სადაც თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა, რადგანაც ეწინააღმდეგება იმ შეზღუდვებს, რასაც საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს.
"საჭირო იყო ამ ზომების გადახედვა, რა საჭიროა დახურო ისეთი ობიექტები, რომელთა სერვისის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკაცრავად ონკანი, რომ გაუფუჭდება ადამიანს პურის მაღაზიაში წავიდეს?- ეკა ბესელია.
ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი აქვს.
"ჩვენ არ ვამბობ, რომ ყველაფერი ცუდია. ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი აქვს საქართველოს, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა შევხედოთ, ეკონომიკურად, როგორ დამძიმდა ვითარება" - ეკა ბესელია
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა.