გაეროს ვირტუალური რეზოლუცია

21 აპრილი 2020, 13:48 1576 ნახვა

გაეროს გენერალური ასამბლეის 193-ვე ქვეყანამ ერთსულოვნად მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოწოდებულია  თავიდან აიცილოს კორონავირუსის მომავალ ვაქცინაზე სპეკულაცია.  გენერალურმა ასამბლეამ  გაეროს ყველა წევრ-სახელმწიფოს მოუწოდა მიიღოს ზომები, რათა არ დაუშვან   შესაძლო  სპეკულაციები და მარაგების  უსარგებლო შევსება, რომელსაც დღეისათვის საჭირო  ეფექტური მედიკამენტებისადმი საყოველთაო წვდომაზე ხელის შეშლა შეუძლია.  

შესაბამისი რეზოლუცია  ვირტუალური მსჯელობის შემდეგ მიიღეს.   მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა - აფრთხილებს მსოფლიოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. მისი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კაცობრიობას რთული გამოცდა ელოდება.  

ცოტა ხნის წინ აშშ-მა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეფექტურობა ეჭვქვეშ დააყენა და  გამოძიების პერიოდში ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი