ხვალ პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს განიხილავს. ექიმები მკაცრი შეზღუდვების მომხრე არიან. საქართველოს ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა აღნიშნა, რომ დაინფიცირებულთა მატება შეზღუდვების ფონზე დაბალია და თუ ეს სტატისტიკა 2 კვირა გაგრძელდა მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მიზანშეწონილი საგანგებო მდგომარეობის წესების შემსუბუქება.
„მანქანების აკრძალვამ შეღავათი მოგვცა და ჩვენი დაშორიშორების პროცენტი გაზარდა, ამის შედეგს 2 კვირაში ვნახავთ, მანამდე პირადად მე მკაცრი შეზღუდვების მომხრე ვარ, რომ არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი"-აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.
ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ -19 408 დადასტურებული შემთხვევაა, ბოლო სამი დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 25 -ით გაიზარდა.