10 დღის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე - მოქალაქის წერილი

20 აპრილი 2020, 11:34 3074 ნახვა

პაციენტი, რომელმაც კორონავირუსი უკვე დაამარცხა და სახლშია, სოციალურ ქსელში წერს, რომ ათი დღის განმავლობაში ურთულესი გზა გაიარა. ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. 

''მეგობრებო, გავუფრთხილდეთ ჩვენს არაჩვეულებრივ ექიმებს, ისინი ჩვენ გვჭირდებიან და ამიტომ დავრჩეთ სახლში'' - წერს ქალი. 

ის ერთ-ერთია 93 გამოჯანმრთელებულს შორის, რომელიც COVID-19-გან განიკურნა.  

''მე ვარ 80 წლის და მე დავამარცხე კორონავირუსი. 10 დღე-ღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ჩემი გადარჩენისათვის, ჩემთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, პროფესორ ლევან რატიანს და მის არაჩვეულებრივ კოლექტივს, რომელის მუშაობასაც თვალს ვადევნებდი რეანიმაციაში ყოფნის დროს.

ვხედავდი, როგორ პროფესიონალურად, თავდაუზოგავად მუშაობდნენ ისინი. მადლობა მათ! განსაკუთრებული მადლობა უმაღლესი კლასის პროფესიონალს, პროფესორ კახა ჭელიძეს იმ სითბოსა და გულისხმიერებისთვის, რომელიც მაინ გამოიჩინა ჩემს მიმართ'' - წერს ქალი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი