დილის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა არ შეცვლილა. ქვეყანაში კოვიდ დადებითი 394 პირია. მათ შორის გამოჯანმრთელდა 86.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამჟამად 90 ინფიცირებული მკურნალობს მათ შორის 9 კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული. ვითარება უცვლელია ინფექციურ საავადმყოფოში. დღეს კლინიკის ხელმძღვანელებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.