თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს საავადმყოფოდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, კლინიკაში მკურნალობას 88 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს.
მისივე განმარტებით, ამჟამად 15-მდე პაციენტის ანალიზის პასუხს ელიან ლუგარის ლაბორატორიიდან, რომლებიც საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან.საქართველოში კოვიდ დადებითი დღეს 15 ადამიანს დაუდასტურდა.