რეჟისორი რეზო ესაძე გარდაიცვალა

18 აპრილი 2020, 15:11 2126 ნახვა

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. რევაზ ესაძეს 122 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. გადაღებული აქვს 11 ფილმი. სხვადასხვა წლებში იგი იყო იუმორისტული გაზეთ „ჭინჭრაქას" რედაქტორი, საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორი, გაერთიანება „დებიუტის" მხატვრული ხელმძღვანელი.

1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სტუდია "+1"-ს. ასევე, იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სრული პროფესორი.რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი იყო.

ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ-ავივი. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. გასულ  წელს   კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნა. გადაცემის დასრულების შემდეგ ჩვენ შემოგთავაზებთ განმეორებით გადაცემას თეთრ კვადრატს და რეზო ესაძის ფილმს „ჭერი“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი