ონლაინ შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შორის. პრესსამსახურის ინფორმაციით, კელი დეგნანმა შექმნილ ვითარებაში მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებელი მიწოდების და მარაგების კონტროლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.