დღეს გადაწყდება როგორ და რა ფორმით გაიმართება სააღდგომო სადღესასწაულო ლიტურღია

15 აპრილი 2020, 11:34 1604 ნახვა

დღეს უნდა გადაწყდეს თუ როგორ და რა ფორმით გაიმართება სააღდგომო სადღესასწაულო ლიტურღია, როგორც ცნობილია დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება.  

ცნობილია რომ ლიტურღია გაიმართება, მაგრამ მრევლის გარეშე თუ არა მისი დასწრებით, დღეს გახდება ცნობილი.

გუშინ საპატრიარქოში აცხადებდნენ, რომ ეკლესიების დახურვა და ლოცვების შეჩერება წარმოუდგენელია, თუმცა მთავრობასთან კონსულტაციებს გადიან და ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს მრევლის ინტერესების დაცვაც და ეპიდაფეთქებისგან თავის არიდება, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთავრობა მოსახლეობას მეტი გონიერებისკენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში