შეთანხმება ჩაშლის ზღვარზე – აშშ-ს საელჩოს განცხადება და პოლიტიკოსთა გამოხმაურებები

14 აპრილი 2020, 20:27 2326 ნახვა

ემუქრება თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას გაუქმება? ოპოზიციის ლიდერები  საკითხზე ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სასჯელის შეფარდების შემდეგ ალაპარაკდნენ. გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა პირი, ვისაც ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკება ეხებოდა, უნდა გათავისუფლდეს. მისივე თქმით, ვიდრე შეთანხმების ორივე კომპონენტი არ შესრულდება, იგი შესრულებულად არ ჩაითვლება.

,,პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი“,- ასე ეხმიანება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისივე თქმით, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებულ შეთანხმებას „ქართული ოცნება“ შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი