მესამე დღეა ქობულეთის ოთხი სოფელი: გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყვაროკა წითელ ზონადაა გამოცხადებული. სოფლებში შესვლა მხოლოდ მედიკოსებს და სადისტრიბუციო მანქანებს შეუძლიათ.
საკონტროლო გამშვებ პუნქტებს სამხედრო შენაერთები აკონტროლებენ, გრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. ქობულეთის მერის ინფორმაციით 11 ათასამდე მოქალაქიდან უკლებლივ ყველას შეამოწმებენ.