ხელახალი კონკურსი

21 აპრილი 2016, 00:00 5072 ნახვა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი დღეს მესამედ  გამოცხადდა. განცხადება აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. საბუთების მიღება ხვალიდან დაიწყება  და 5 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით კვაჭაძე ორჯერ წარუდგინა, თუმცა მის კანდიდატურას  დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. დავით კვაჭაძემ სატელეფონო საუბრისას უარყო ის ფაქტი თითქოს ის სასამართლოში აპირებდა სარჩელის შეტანას. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში