თუ რეკომენდაციები შესრულდება მაისიდან შესაძლებელი იქნება შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას 

13 აპრილი 2020, 18:26 1723 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ მოსახლეობა გაცემულ რეკომენდაციებს შეასრულებს, არ არის გამორიცხული საგანგებო რეჟიმით დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას. საკითხზე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

''გარდაუვალი იქნება გავრცელების მაღალი პიკი, რაც თავისთავად დარტყმის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას. ეს მომეტებულ საფრთხეს შეუქმნის მოსახლოებას. თუ პირობები შესრულდება, მოქალაქეები ჯანდაცვის სამსახურებს დავეხმარებით, რომ ეფექტურად იყოს მართული ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი, სადაც პიკი არის მოსალოდნელი. მაშინ სავარაუდოდ მაისიდან ზომების მოხნას დავიწყებთ'' - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შეზღუდვები 21 აპრილამდეა დაწესებული. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში