„გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ მხოლოდ პოლიტიკური და პარტიული ყვითელი ბარათით“ - ასე ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ხულოს მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატის საკითხს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გაფრთხილებით მხოლოდ იმიტომ შემოიფარგლა, რომ დანამატი გაიცა მხოლოდ თანამშრომლებზე.
როგორც ამბობს, ამ ვითარებაში მისთვის მიუღებელია პრემია-დანამატების გაცემა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ხულოს მერიაში 16 თანამშრომელმა მიიღო სახელფასო დანამატი, თუმცა მას შემდეგ რაც საკითხი მედიით გაშუქდა, თანხა ბიუჯეტში დააბრუნეს.