საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 211-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
უახლესი მონაცემებით საქართველოში 50 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, სტაციონარში კი 375 პირი რჩება.