სოფელ გვარაში მედპუნქტი დაკეტეს, ქობულეთის საავადმყოფომ ერთი დღით მუშაობა შეაჩერა

08 აპრილი 2020, 18:05 1690 ნახვა

სავარაუდოდ კორონავირუსის მიზეზით, დაინფიცირებული პაციენტის გამო, სოფელ გვარაში მედპუნქტი დაიკეტა. ექთნებს ინფექციონისტებმა გაფრთხილება მისცეს, რომ თვითიზოლაციაში დარჩნენ. ჩატარდა მედპუნქტის დეზინფექციაც.

შეგახსენებთ, მედპერსონალმა, ათი დღის წინ, კოვიდ ინფიცირებულის დას გაუწიეს სამედიცინო მომსახურება. ახალგაზრდა ქალს იგივე ჩივილები ჰქონდა, როგორიც მის დას, ამ ეტაპზე მას კოვიდ 19 დადასტურებული არ აქვს. ინფექცია მის სხვა ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი