ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „სპუტნიკ-აბხაზიის“ ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა. დაინფიცირებული გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. დეფაქტო აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის თქმით, ყველა ზომას იღებენ დაინფიცირებულთა გამოსავლენად და ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად , არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პირი, რომელსაც კორონავირუსი COVID-19 აქვს ცოტა ხნის წინ მივლინებით მოსკოვში იმყოფებოდა.