საკოორდინაციო საბჭო სხდომები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება

07 აპრილი 2020, 12:40 1840 ნახვა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.

''საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი