ხულოს მერიაში სახელფასო დანამატები გასცეს

06 აპრილი 2020, 19:57 3793 ნახვა

ხულოს მერიაში სახელფასო დანამატები გასცეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  დანამატი 16 თანამშრომელმა მიიღო. მათ შორისაა მუნიციპალიტეტის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

მერიის თანამშრომლებთან მათ შორის ნური გორგაძესთან დაკავშირება რთული იყო, თუმცა დღს ბოლოს მან ჩვენს ზარებს უპასუხა.  

''16 თანამშრომელზე ჩაირიცხა. ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ეს დანამატი საჭირო იყო ამ თანამშრომლებზე. გამომდინარე იქედან, რომ ეს პირები გამოირჩეოდნენ სამსახურეობრივი მაღალი კვალიფიკაციით. ასევე, მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდნენ. ღამითაც უწევდათ მუშაობა, ასევე ზოგიერთი თანამშრომელი, სხვა პოზიციაზეც დასაქმებული პირების მოვალეობასაც ასრულებდა. 

თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს იქნებოდა მათგან კეთილი ჟესტი და თანხა უკან დააბრუნეს'', - განაცხადა ხულოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნური გორგაძემ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დილიდან ცდილობს დაუკავშირდეს ხულოს მერს ვახტანგ ბერიძეს, თუმცა ის სატეელფონო ზარებს არ პასუხობს.

მაუწყებელი ცდილობდა ხულოს მერის მოადგილეს,  ნადიმ ვასაძესაც დაკავშირებოდა. მნიშნელოვანია, რომ ნადიმ ვარშანიძის საკონტაქტო ტელეფონი პარალელურად ხულოს მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზია და ის 24 საათს განმავლობაში უნდა პასუხობდეს ტელეფონს.  დღეს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტელეფონის ნომრით ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ხულოს ცხელ ხაზზე არ გვიპასუხეს.   

სატელეფონო ზარებს არ უპასხა არც ხულოს მერიის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელმა და არც საკრებულოს თავმდჯომარემ. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი