საყოველთაო კარანტინის და ე.წ. კომენდანტის საათის სამი ღამი განმავლობაში 1200-ზე მეტი მოქალაქე დაჯარიმდა. აკრძალვებისა და შესაბამისი უწყებების მოწოდების მიუხედავად, მოქალაქეთა ნაწილი სახლში არ რჩება და მაინც აგრძელებს შეკრებას, გამოდის გარეთ კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ და არ იცავს მანქანით გადაადგილებისას დაწესებულ შეზღუდვებს.
ძალოვანი უწყებები მოუწოდებენ მოქალაქეებს მეტი სამოქალაქო თვითშეგნება გამოიჩინონ მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით.