მოსახლეობის საპროტესტო აქცია ბათუმში. ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ ტერიტორია ინვესტორთან შეთანხმების საფუძველზე დატოვეს, სადაც საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. მათი ინფორმაციით, მშენებელმა კომპანიამ ისინი დროებით ქირით საცხოვრებლად გაიყვანა, თუმცა მას შემდეგ რაც კომპანია გაკოტრდა, მშენებლობა შეჩერდა, ქირას კი საკუთარი ხარჯებით იხდიან. დაზარალებულები დახმარებას მთავრობასა და მერიას სთხოვსენ. უწყებებში კი კომენტარს არ აკეთებს.