გამგებლის მოადგილეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ

24 სექტემბერი 2016, 00:00 4033 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის მორიგი ბრალდებები. ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში, გამგებლის მოადგილეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. მიშა ბოლქვაძის განცხადებით, ზვიად ხალვაში გამგეობის ბალანსზე არსებული ავტომანქანით დღეს დილით “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა, რაც მისი თქმით კანონდარღვევაა. მუნიციპალური რესურსის გამოყენებას არ უარყოფს ბრალდების ადრესატი. ზვიად ხალვაშის განმარტებით, იგი პარტიის შტაბში იმყოფებოდა, თუმცა რამდენიმე წუთით და საარჩევნო აქტივობაში მონაწილეობა არ მიუღია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი