საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და კორონავირუსი უკვე 26 პაციენტს აღარ აქვს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ვირუსი აღმოაჩნდათ ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ექიმის ინფორმაციით, გაუმჯობესდა მარნეული9დან გადაყვანილი ქალის მდგომარეობაც. ლუგარის ლაბორატორიის პასუხები დღის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი.