ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. სოფელ ქობულეთში მეწყერმა შიდასასოფლო გზები ჩაკეტა. ამ დროისთვის პრობლემურ მონაკვეთზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. გამგებლის ინფორმაციით, მიწის მასისგან გზა დღის ბოლომდე გაიწმინდება. სულხან ევგენიძის თქმით, სამელიორაციო სამსახურმა არხების დროულად გაწმენდა მოახერხა, შედეგად ქალაქი დატბორვას გადაურჩა. სტიქიამ რამდენიმე ოჯახი დააზარალა. დაზარალებულების მდგომარეობას გეოლოგები შეისწავლიან.