ახალი პროტოკოლით პოლიკლინიკები და ამბულატორიები დისტანციურ მართვაზე გადადიან, ეს პირველ რიგში ეხება ოჯახის ექიმებსა და პედიატრებს მათ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოუწევთ პაციენტების დისტანციური მომსახურება ონლაინ-რეჟიმში.
საჭიროების შემთხვევაში კი მათ გადაამისამართებენ შესაბამის კლინიკაში..ბათუმში ორი ონლაინ კლინიკა იფუნქციონირებს. ეს არის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი და ბათუმის ნომერ პირველი პოლიკლინიკა. პროტოკოლის მიზანია, მოხდეს კოვიდ 19-ის შემთხვევების პრევენცია, რადგან სწორედ ვირუსის გავრცელების ალბათობა სამედიცინო დაწესებულებებში მაღალია.