„იაფი სახლის ტენდერის“ საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა 21 აპრილის 12 საათისთვის ჩაინიშნა

01 აპრილი 2020, 10:10 1997 ნახვა

„იაფი სახლის ტენდერის“ საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა 21 აპრილის 12 საათისთვის  ჩაინიშნა. მეორე ინსტანციაში დავას 7 მაღალჩინოსნიდან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და კიდევ 5 მსჯავრდებული გააგრძელებს.

უცნობია ჩატარდება თუ არა ჩანიშნული სხდომა, რადგან პანდემიის გამო სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე პროცესი უკვე გადაიდო. „იაფი სახლის“ საქმეზე ბათუმის ყოფილ მერს 7 წლიანი, ეგრასლან ლომაძეს კი ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. დანარჩენი 4 პირი 20 ათასი ლარით დაჯარიმდა.არჩილ ვანაძე ერთადერთი იყო, ვინც სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 30 მაისს დააკავა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი