წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტია ''ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის'' წარმომადგენლები დღეს ბათუმის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნეს. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, პენსიების ზრდა და ეკონომიკის განვითარება - მათი მთავარი გზავნილებია.