საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევა, ერთ-ერთი ბოლო ინფიცირებული კახეთიდანაა, რაც რეგიონში პირველი შემთხვევაა, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი 23 მარტს გურჯაანში ქელეხში იმყოფებოდა.
რაც შეეხება ბათუმს აქ 5 პაციენტის ანალიზების პასუხებს ელოდებიან, ასევე ინფექციურში გადაიყვანეს თურქეთიდან დაბრუნებული ორი მოქალაქე, მაღალი სიცხის გამო.