საქართველოს განათლების მინისტრის, განცხადებით, ტელესკოლის პროექტით მიღებული განათლება ეფექტური იქნება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პლატფორმა საინტერესო აკადემიურ შედეგებს მიაღწევს.
ამ პროექტის ფარგლებში ასევე ტარდება აბიტურიენტის საათი, სადაც სპეციალისტები კონსულტაციებს გაუწევენ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.