ნიუ-იორკში ​ კოვიდ 19-ით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა 

31 მარტი 2020, 13:08 2629 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილი 64 წლის მამაკაცია, რომელსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

"სამწუხაროდ, საზღვარგარეთ კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე გარდაიცვალა. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცია. ეს უკვე მე-5 შემთხვევაა, როცა უცხოეთში ჩვენი თანამემამულე დაიღუპა. ისევე, როგორც ესპანეთში მყოფი ქართველი გარდაცვლილი მოქალაქე, ამ პირსაც ქრონიკული დაავადებები ჰქონდა" - განაცხადა იმნაძემ. 

 

ფოტო: რუსუდან აბაშიძე 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი