უფასო სამედიცინო გამოკვლევები

24 სექტემბერი 2016, 00:00 2616 ნახვა

''კიბოსა და კიბოსწინარე დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა მაღალმთიან აჭარაში" - პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება. პაციენტებს რადიოლოგიურ გამოკვლევებს აჭარის ონკოლოგიური ცენტრის ექიმები უტარებენ. მომსახურებით უკვე ისარგებლა 25 პაციენტმა. უფასო გამოკვლევები ხვალ დიოკნისისა და რიყეთის თემებში ჩატარდება. პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი