განათლების სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ქართულ ვებგვერდს სთავაზობს

31 მარტი 2020, 12:38 2192 ნახვა

განათლების სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას - “Feedc Edu”-ს სთავაზობს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმა უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და მაღალი სიჩქარის ინტერნეტი არ სჭირდება.

''მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამორტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი “Feedc Edu” -ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინ რეჟიმში გაუწევს დახმარებას. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდზე არსებული ვიდეოინსტრუქციის მეშვეობით გაეცნოს მოხმარების წესებს. ასევე, დაინტერესებულ პირებს “Facebook”-ში შეეძლებათ მოიძიონ დამატებითი მხარდაჭერის ჯგუფი „Feedc Edu”, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციასა და პლატფორმასთან მუშაობაში. ამასთან, ტექნიკური დახმარების მიღების მსურველებს დამატებით შეეძლებათ გააგზავნონ შეკითხვები შემდეგ ელ.ფოსტაზე - edu@feedc.com, ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: +995 555 458 417'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

სამინისტროს ინფორმაციით, პლატფორმის გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. 

სკოლებში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე შეწყდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი