დღეიდან საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო. განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტის, „ტელესკოლის“ ფარგლებში, დღეიდან მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს და დოკუმენტურ ფილმებს ნახავენ.განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.
ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით. გადაწყვეტილების მიზეზი მოსწავლეების ინტერნეტთან წვდომის პრობლემა გახდა.