30 წლის წინ, 1990 წლის 30 მარტს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო.
გათამაშების პირველი შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 80 000 მაყურებლის თანდასწრებით გაიმართა.
ერთმანეთს თბილისის იბერიას სახელით მოასპარეზე დინამო თბილისი და ფოთის კოლხეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. თბილისის დინამოს ფეხბურთელმა, გელა კეტაშვილმა მატჩის ერთადერთი გოლი საკუთარ კარში გაიტანა.
პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული კი თბილისის ,,დინამო'' გახდა ,რომელიც იმ დროს ,,იბერიის'' სახელით ასპარეზობდა. 1990 წლიდან დღემდე ეროვნული ჩემპიონატში 17-ჯერ თბილისის ,,დინამომ'' გაიმარჯვა , 4 -ჯერ ,,ტორპედომ'' , 2 -ჯერ ვიტ-ჯორჯიამ , ,,ზესტაფონმა'' და რუსთავმა'' , ხოლო თითოჯერ ,,სიონი'' , ''დილა'' და ,,სამტერდია'' გახდა ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებულები.