პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოშია მოთავსებული, ორი წლის ბავშვს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„დღეს შემოიყვანეს ორი წლის ბავშვი. კორონავირუსი ბებიას და ბაბუას აქვს დადასტურებული და ამ ბავშვსაც დაუდასტურდა. ამ ეტაპზე არის უსიმპტომო, სტაბილურია მისი მდგომარეობაა, დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა"- აცხადებენ ბოჭორიშვილის კლინიკაში.
კლინიკის ინფორმაციით ბავშვის მშობლები არ არიან დაინფიცირებული.