საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის მიმართვაშია ნათქვამი. კარლ ჰარცელმა ჯანდაცვისა და ეკონომიკის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ელჩი კორონავირუსის წინააღმდეგ, საქართველოს ძალისხმევას აფასებს და ყველას მოუწოდებს ერთმანეთს გაუფრთხილდნენ. „ეს კრიზისი არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ უდიდესი გამოწვევაა ეკონომიკისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშაო სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით – საჭიროებებისა და სამომავლო გზების გამოსავლენად.ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ამბობს ელჩი.