''ქართული ოცნება'' საბავშვო ბაღის თანამშრომლებს შეხვდა

23 სექტემბერი 2016, 00:00 3632 ნახვა

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ბათუმის საბავშვო ბაღების დირექტორებსა და აღმზრდელებს ახალი კანონპროექტი გააცნო. კანონპროექტის მიხედვით აღმზრდელებმა პედაგოგის სტატუსი უნდა დაიბრუნონ. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში