ფასები არ გაიზრდება პურზე, ამას გარანტირებულად ვამბობ - ლევან დავითაშვილი

22 მარტი 2020, 15:17 1725 ნახვა

ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან, პურის მწარმოებლებსა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფქვილსა და პურზე, როგორც ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე, სტაბილური ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითaრებაში, მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდოს, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის შორის მუდმივი კომუნიკაციის გარეშე რთული იქნება.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრის  მონაწილეებს ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე  ფასების  დაზღვევის მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული  პროექტი გააცნო. ასევე თქვა, რომ იმპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით 9 ძირითად სასურსათო პროდუქტს  შეისყიდიან, გარკვეული პირობებით, სავალუტო  კურსის  სხვაობის  სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი