უწყებათაშორისი კომისია პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს

23 სექტემბერი 2016, 00:00 3420 ნახვა

''პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ აქტივისტებს კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი  პარტიის სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა, დაზიანება  ან განთავსებაში ხელის შეშლა''- ამ რეკომენდაციით პოლიტიკური სუბიექტებს უწყებათაშორისი კომისია მიმართავს. კომისია პოლიტიკურ პარტიებს შიდაპარტიული დისციპლინის დაცვისა და კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს. უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. 

ამავე კატეგორიაში