საგანგებო მდგომარეობის ამოქმედება- პოლიტიკოსების შეფასებები

21 მარტი 2020, 18:03 1345 ნახვა

საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს:  ერთი თვის განმავლობაში 21 აპრილამდე, იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრება; ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევა,  ფიზიკური პირები 3 ათასი ლარით , იურიდიული კი  15 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით; მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ კანონისგან დადგენილი წესების განსხვავებულ წესებს, ასევე საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;

პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს: საკომენდატო საათის შემოღებას, სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვას და ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებას. შეზღუდვები არ შეეხება მედიას. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი